ძვირფასო მეგობრებო, ეს ბლოგი თქვენთვის შეიქმნა, მასში გაეცნობით კლასიკური და საყმაწვილო ლიტერატურის წარმომადგენლებს_დასაბამიდან დღემდე , მიიღებთ ინფორმაციას მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, რაც დაგეხმარებათ, გაიაზროთ მათი ადგილი და მნიშვნელობა ჩვენი კულტურისათვის.

ჩვენდა სავალალოდ, ქართული მწერლობისა და კულტურის ამ დიდ მოღვაწეთა სახელებს დავიწყების მტვერი ემუქრებათ. არადა, სახელმძღვანელოთა შემდგენლები უაღრესად მოწადინებულნი არიან, ჩვენმა ყმაწვილებმა კარგად გაიცნონ ლათინური ამერიკის, აფრიკის, ბრაზილიის, ვინ იცის , კიდევ ვისი მწერლები და მოღვაწეები…

უცხოურ ლიტერატურას და კულტურას დიახაც უნდა ვეზიაროთ, მაგრამ არა მშობლიურის ხარჯზე! ილიას მოვუსმინოთ: თუ ადამიანს ტავისი ვინაობა არარად მიაჩნია, მაშინ იმ ადამიანში ადამიანური რაღაა? დრო გამოიცვლება, დრო მოვა, როცა ყველასათვის ცხადი იქნება, როგორც ორჯერ-ორი, რომ თუ კაცი თავისას გადაუდგა სხვისას ვერ უერთგულებს.